ნიკა გვარამია მისთვის ბრალის წაყენებაზე: “ომი მიღებულია – ახლა ნახავთ, რა მოხდება”

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ მისთვის ბრალის წაყენების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ “წითელი ხაზის გადაკვეთას არავის აპატიებს”

ჩემთვის მთავარი წითელი ხაზი არის კორუფციის ბრალდება რადგან მე მთელი ცხოვრება ვაკეთებ იმას, რომ ყველა ადამიანმა ჩემს ირგვლივ იცოდეს, კორუფცია არის დაუშვებელი. ვფიქრობ, მე თვითონ ვარ ამის მაგალითი. ამ წითელი ხაზის გადაკვეთას არ ვაპატიებ არავის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს. გამოცხადებულია ომი – ომი მიღებულია. აი, ახლა ნახავთ, რა მოხდება“, – აცხადებს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დღეს ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალი წაუყენა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი