ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ აღიარა.

ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მოსამართლემ მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადააკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 322-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. კახა დამენიას მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმად 50 000 ლარი დაეკისრა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი