ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრს ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.
მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის დადგენილებას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ პარლამენტის არც ერთ წევრს ხმა არ მიუცია.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება 29 ივლისს მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.