„ჩვენ ამომრჩეველს დავარწმუნებთ იმაში, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი სალომე ზურაბიშვილს“,- განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობისწევრმა ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.
„ირაკლი კობახიძე აწარმოებს ამ შეხვედრებს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეორე ტურის პირობებში მოგვარდეს როგორც შტაბების მუშაობაში, ისე სხვასაკითხები, რაც აქამდე ვერ მოხერხდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ გვექნება დამაჯერებელი გამარჯვება და ამომრჩევლებს დავარწმუნებთ იმაში, რატომუნდა დაუჭირონ მხარი სალომე ზურაბიშვილს და არ მოაბრუნოს რეჟიმი, რომელიც ჩვენ ხალხთან ერთად გადავაგდეთ 2012 წელს“- განაცხადა ნინოწილოსანმა.