ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.
ნოდარ ხადურს ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში ხანგრძლივი კარიერა ჰქონდა. 1996-1997 წლებში ის საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე იყო, 1997-1998 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, 1999-2000 წლებში კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსი.
2003-2004 წლებში ის იკავებდა საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისა და საპარლამენტო მდივნის თანამდებობებს. 2012-2016 წლებში ის საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო. 2016 წელს კი დაინიშნა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ.