წელს პირველად ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყო, რომელშიც სასულიერო პირებმა, მრევლმა და საჯარო მოხელეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ზუგდიდისა და ცაიშის პიტროპოლიტმა გერასიმემ მსვლელობის შემდეგ მრევლი დალოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა, აღევლინა პარაკლისიც.
“ყველას გილოცავთ, ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია და წელს ამ დღეს ზუგდიდიც შეუერთდა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ”, – აღნიშნა მეუფემ.
დღესვე ზუგდიდში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება, რომელზეც სხვადასხვა კომპანიები მრავალშვილიან ოჯახებს დააჯილდოებენ.