ოჯახში ძალადობის მსხვერპლტათვის ფინანსური დახმარების გაზრდის ინიციატივით ზუგდიდის გამგეობას მიმდინარე წლის 9 ნოემბერს “ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისთვის” მიმართა.
2017 წლის ბიუჯეტის განხილვისას გამგეობამ და საკრებულომ გაითვალისწინეს ორგანიზაციის ინიციატივა და მომავალი წლიდან აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს ფინანსური დახმარება გაეზრდებათ.
კერძოდ, 2017 წლის ბიუჯეტიდან ზუგდიდის რაიონის სოფლებში მცხოვრები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მოქალაქეები ყოველწლიურად 800 ლარიოს ოდენობის დახმარებას მიიღებენ.