ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ჩატარებული 134 ტესტიდან 20-ზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 50 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 48 პაციენტს კორონავირუსი დადასტურებული აქვს. მათგან 7 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, ათის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
საავადმყოფოდან დღეს ერთი გამოჯანმრთელებული გაეწერა. ერთი ადამიანი კი სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს.