რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას მცხოვრები გელა როსტობაია გაათავისუფლეს.
სუს-ში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.
ოკუპანტებმა შამგონას მკვიდრი, 40 წლის გელა როსტობაია მიმდინარე წლის 5 აპრილს საღამოს სავარაუდოდ, სათევზაოდ წასული გაიტაცეს.