ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

“ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი