საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ, სამეგრელოს სოფელ რიყის მკვიდრი, 21 წლის მამაკაცის გატაცების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
სუს-ის ინფორმაციით, მამაკაცის დაკავების თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.