უკრაინაში, რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 219 ბავშვი დაიღუპა, 617-ზე მეტი კი დაშავდა – ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
“ყველაზე მეტად დაზარალდნენ დონეცკის რეგიონში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, ნიკოლაევში, ლუგანსკში, სუმსა და კიევში. ეს მონაცემები საბოლოო არ არის გამომდინარე იქიდან, რომ საომარი მოქმედებების გამო ზუსტი მაჩვენებლის დადგენა ვერ ხერხდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.