პრემიერობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის საქმიანობა მიმართული იქნება ოკუპაციისა და სიღარიბის პროცენტული მაჩვენებლების განულებისკენ.
“დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე – ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო.
საქართველოს მთავრობის საქმიანობა როგორც 2024 წელს, ისე 2025-28 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ოცნების ახდენისკენ და ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.