ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებში მონაწილეობას ვერ ახერხებენ

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დასწრებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დარეგისტრირებული აბიტურიენტების ნაწილი ვერ ახერხებს. მათ პრობლემას ენგურის ხიდის ჩაკეტვა უქმნით. 

საოკუპაციო რეჟიმმა გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საოკუპაციო საზღვარზე მკაცრი შეზღუდვები აამოქმედა. როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, სამინისტროს შეეცდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის განათლების მიღება ხელმისაწვდომი გახადონ.

„ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო მოგეხსენებათ,რომ აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ შემდგომ ჩაერთნენ გამოცდებში. დავაკვირდებით პროცესს და საბოლოო ჯამში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით ვუზრუნველყოფთ მათთვის განათლების ხელმისაწვდომობას”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი