ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

„აფსნიპრესის“ ცნობით, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიწვევენ 18 – დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.

სოხუმში მიაჩნიათ, რომ მობილიზაცია არ შეეხება „აფხაზეთში მცხოვრები ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი