ე.წ. “აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა” საქართველოს მოქალაქე დააკავა. “დეპარტამენტმა” ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ე.წ. “უწყების” ცნობით, ზუგდიდში მცხოვრები ეროვნებით ქართველი თაკალანძე, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მამის სახლში იმყოფებოდა, ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
“ინფორმაცია, რომლის გაცემაც ბრალად ედება ქრისტინე თაკანალაძეს, აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, იყო “სახელმწიფო”, სამხედრო ან კანონით დაცული სხვა საიდუმლო და მისი გამოყენებით ქართულმა დაზვერვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ე.წ აფხაზეთის საგარეო უსაფრთხოებას, კონსტიტუციურ წესრიგს და სუვერენიტეტს”, – წერია ე.წ. “უწყების” განცხადებაში.
მეზობლების თქმით, ქრისტინა თაკალანძე 24 წლისაა.