ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ნათია ბახტაძის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა.
ე.წ. უწყებაში ამბობენ, რომ ნათია ბახტაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
მათივე თქმით, ბახტაძე „ლექსუსის“ მარკის ავტომობილის სალონში, ოჩამჩირეს მკვიდრის, აინარ წვიჟბას მიერ არის მოკლული.
28 წლის ბახტაძე გალში 28 ივლისს გაუჩინარდა. 31 ივლისს მისმა დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც შვილის მოძებნაში დახმარებას ითხოვდა.