ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. მიმდინარე კვირას, მთლიანობაში, ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ 1076 ტესტირებულიდან, 187 დადასტურებული შემთხვევა გამოავლინა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა რუსი ექიმების მეორე ჯგუფი, რომლებიც გუდაუთის საავადმყოფოში სექტემბრის ბოლომდე დარჩებიან, ვიდრე მათ რუსეთიდან ექიმების მესამე ჯგუფი შეცვლის.