ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, ოკუპირებულ რეგიონში დაავადებულია ათი პირი.

ახლად გამოვლენილი შემთხვევებიდან სამივე ინფიცირებული რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია, რომლებიც დიაგნოსტირებამდე სოხუმში, საკარანტინო რეჟიმში იმყოფებოდნენ. ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობისთვის გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი