ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ჩატარებული 235 ტესტის შედეგად, 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სააგენტო „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 640 შემთხვევაა დადასტურებული, 165 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი