ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ე.წ. კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის სპეციალური შტაბი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, შვიდივე დაინფიცირებული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია და ისინი აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდნენ.
დაინფიცირებულები გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში დღემდე კორონავირუსის 35 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 27 გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი – გარდაიცვალა.