ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 105 მოქალაქეს ჩაუტარდა, ვირუსი 2 მოქალაქეს დაუდასტურდა.

დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 109 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი