ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 67 ადამიანის ტესტირება ჩატარდა. კვლევის შედეგად, შვიდ პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 315 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 120 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი, გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი