ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ეს რიგით მე-5 ადამიანია, ვინც ოკუპირებულ რეგიონში COVID-19-ს ემსხვერპლა.

გარდაცვლილი 74 წლის ქალია. ადგილობრივი მედიის ცნობით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში სოხუმიდან გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის 14 დადასტურებული შემტხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში რეგიონში COVID-19-ის 516 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 157 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი