ოკუპირებულ გალში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

მესამე დღეა, ოკუპირებულ გალში 28 წლის ნათია ბახტაძეს ეძებენ. ახალგაზრდა ქალი 28 ივლისს, 5 საათის შემდეგ გაუჩინარდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. თუმცა, ახლობლები ვარაუდობენ, რომ ის, შესაძლოა, ეთნიკურმა აფხაზმა გაიტაცა და საგამოძიებო უწყება მას ხელს აფარებს.

ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ნომერს: 595 33 57 16.

კომენტარები

დატოვე კომენტარი