ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე სამი კანდიდატი იყრის კენჭს. ესენია: ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, ე.წ. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის დე-ფაქტო მინისტრი, ადგურ არძინბა და ე.წ. შსს-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ლეონიდ ძაფშბა.

ე.წ. ცესკო-ში დოკუმენტები არ წარუდგენია რაულ ხაჯიმბას, რომელმაც დე-ფაქტო პრეზიდენტის პოსტი საპროტესტო გამოსვლების ფონზე დატოვა.

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. არჩევნები 22 მარტს გაიმართება. აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 8 სექტემბერს გამართული „არჩევნების“ მეორე ტურის შედეგები გააუქმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი