ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. ლოკალური ხანძარი დაფიქსირდა სოფელ ბზიფში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
გაგრაში ხანძარს უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. წუხელ, სტიქია საცხოვრებელ სახლებს ას მეტრამდე მიუხლოვდა, რომელიც მეხანძრეებმა ჩააქრეს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ხანძარი დაფიქსირდა ახალი ათონის მახლობლად ტყეშიც. ცეცხლს ებრძვიან სატყეო დაცვის თანამშრომლები და ადგილობრივები.