ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან შეერთებაზე უარს აცხადებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა ამბობს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ გაერთიანება ჩრდილოეთ ოსეთთან ოსი ხალხის ეროვნული ოცნებაა და აფხაზეთი მხარს უჭერს მოძმე რესპუბლიკის მცხოვრებთა ამ მისწრაფებას.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობას, შამბა ამბობს, რომ „ასეთი განწყობები არც პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზეთის საზოგადოებაში არ არსებობს”.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას და საზოგადოებაში არ არსებობს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ასეთი განწყობები. ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი. ასე რომ, ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, მან არ იცის აფხაზეთში ისეთ პოლიტიკური ძალები, პარტიები თუ სოციალური მოძრაობები, რომლებიც დამოუკიდებლობაზე უარის იტყვიან.

შეგახსენებთ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთი“ მალე გადადგამს სამართლებრივ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაციასთან შესაერთებლად”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი