ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 23 პირს დღეს დაკრძალავენ. ყველა მათგანი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
გადმოსვენებულთა ნაწილს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ნაწილს კი ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.