ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ ღამით ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ დაუდასტურა.

ქალს ცხელება და ხველა აღენიშნებოდა. ის ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ჩავიდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი