Sky News-ის ცნობით, ირანში დაღუპულთა რიცხვი 1200-ს აჭარბებს.
ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, აშშ-ისრაელის მიერ 28 თებერვალს დაწყებული საჰაერო დარტყმების შედეგად 1230 ადამიანი დაიღუპა.
ბოლო ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ირანის იერიშის შედეგად ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ირანის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ისრაელში 10 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.
ასევე, კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში ათობით ადამიანი დაიღუპა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის იერიშებს 77 ადამიანი ემსხვერპლა. ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სულ მცირე, 13 ადამიანია დაღუპული. ბოლო მონაცემებით, ბაჰრეინში – ერთი, ქუვეითში – სამი, ომანში – ერთი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – სამი, ხოლო სირიაში ოთხი ადამიანი დაიღუპა.
წყარო: ipn

