ისრაელში “ჰამასის” სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 350-მდე გაიზარდა

ისრაელში “ჰამასის” სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 350-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 1 864-ს აღემატება.

პალესტინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ღაზის სექტორში 313 ადამიანი დაიღუპა და 2000-მდე დაშავდა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

7 ოქტომბერს გამთენიისას, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. არსებული ცნობებით, “ჰამასმა” აიყვანა მძევლები და ომის ტყეები. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი