ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში, 1932 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 2589 პირი დაშავდა – ინფრომაციას გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი ავრცელებს.
გაეროს ინფორმაციით, მოქალაქეების დაღუპვა და დაშავება საბრძოლო მასალის, საჰაერო დარტყმისა და მძიმე არტილერიის გამოყენების შედეგად მოხდა.
OHCHR მიიჩნევს, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ინტენსიური ბრძოლების ზოგიერთი ადგილიდან მიღებული ინფორმაცია დაგვიანებულია და ბევრი ინფორმაცია ჯერ კიდევ საჭიროებს დადასტურებას.
უფრო კონკრეტულად კი ეს ეხება მარიუპოლს, ვოლნოვახას, იზიუმს, სევეროდონეცკს და რუბიჟნოეს.