ომის დაწყებიდან უკრაინის ტერიტორიაზე 18 500 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებული ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინის ტერიტორიაზე დაახლოებით 18 500 რუსი სამხედრო მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის განადგურებულია 676 ტანკი.

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან სხვა დანაკარგს, განადგურებულია: საბრძოლო ჯავშანმანქანა -1858, საარტილერიო სისტემა – 332, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა -107, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა -55, თვითმფრინავი – 150, ვერტმფრენი -134, საავტომობილო ტექნიკა – 1322, გემი და კატერი – 7, საწვავ- საპოხი მასალის ცისტერნა – 76, უპილოტო საფრენი აპარატი – 94, სპეციალური ტექნიკა – 25, სარაკეტო კომპლექსი – 4.

კომენტარები

დატოვე კომენტარი