ოპოზიციის არყოფნა დარბაზში, ქვეყნის პრობლემაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, რთული იქნება კონსენსუსური გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც „არაჯანსაღი ოპონირების გარეშე“.
„რა თქმა უნდა, ოპოზიციის არყოფნა დღეს დარბაზში პრობლემაა. ეს ჩემი პრობლემა კი არ არის, მე კი არ მიქმნის დისკომფორტს ეს ქვეყნის პრობლემაა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში რეალურად უქმნის ქვეყანას და გადაწყვეტილების მიღების პროცესს პრობლემას. თუნდაც არაჯანსაღი ოპონირების გარეშე, რა თქმა უნდა, რთული იქნება კონსენსუსური გადაწყვეტილების მიღება. ეს არის დემოკრატიული პროცესის ელემენტარული ჭეშმარიტება.
მე არ ვიცი ამ დემოკრატიზაციის მიღწევაზე უარის თქმის არცერთი გონივრული მიზეზი, ამავდროულად, სახელმწიფოს ინსტიტუტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი ჩემთვის გაუგებარია. პარალელურად ფრთხილი მოწოდებები საკმაოდ სუსტად დასაბუთებული რევოლუციისკენ, მაშინ როდესაც ქვეყანა გლობალური კრიზისული პროცესების წინააღმდეგ იბრძვის მოქალაქეებთან ერთად “,-განაცხადა პრემიერმა.