ოპოზიციიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი დავით უსუფაშვილია

“შენების მოძრაობის”, “თავისუფალი დემოკრატების” და “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლებმა ცესკო-ში ერთობლივი საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი დაარეგისტრირეს.

უსუფაშვილის საარჩევნო შტაბში დარწმუნებულები არიან, რომ მათი კანდიდატის მრავალწლიანი გამოცდილება ყველაზე მეტად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ პრეზიდენტის ფუნქციებს.

“ეს არ არის მხოლოდ სამი პარტიის კანდიდატი, ამ პროცესებში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება აქამდე პოლიტიკურად იმდენად აქტიურები არ ყოფილიყვნენ, რადგან თავიანთ პროფესიულ მოღვაწეობას ეწეოდნენ. ჩვენი ამოცანები არამარტო ამ საპრეზიდენტო არჩევნებს, არამედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც უკავშირდება. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ეს არის პოლიტიური პროექტი, რითიც ეს ხელისუფლება 2020 წელს უნდა შეიცვალოს,” – განაცხადა შტაბის უფროსმა თენგიზ შერგელაშვილმა.

ცნობისთვის, ცესკო-ში ამ დროისთვის პრეზიდენტობის კანდიდატი 12-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი