ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართავენ. მოთხოვნები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ელენე ხოშტარიამ გააჟღერა.
უფრო კონკრეტულად, ოპოზიციური სპექტრი მოითხოვს:
ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები სამართლინი წესით დაკომპლექტდეს;
გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები;
ხოშტარიას თქმით, წამზომი ჩართულია და “ივანიშვილს 20:00 საათამდე აქვს დრო”.
“წამზომი ჩართულია და ივანიშვილს დრო აქვს 20:00 საათამდე, რომ გამოვიდეს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებზე ელაპარაკოს ხალხს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაწყვიტოს რა უნდა – წავა თავისით თუ მაინც მოუწევს წასვლა, რადგან ამ ძალას ვერავინ დაუპირისპირედება“, – განაცხადა ხოშტარიამ.