ოპოზიცია ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს.

„ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ. რადიკალებს კი მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება. ჩვენი ინფორმაციით, რაც მოგვეწოდა გაუთქმელობის პირობით, შედგა გარკვეული თათბირი, დაახლოებით 10-კაციანი, სადაც სერიოზულად განიხილეს ეს საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი