ოპოზიციამ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩია

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ირაკლი კაჭარავა აირჩიეს. კენჭისყრისთვის დაიბეჭდა 33 ბიულეტენი, რამდენი წევრიც ჰყავს წარმომადგენლობით ორგანოს. კაჭარავა 17 ხმით იქნა არჩეული.

სხდომას “ქართული ოცნება” არ დასწრებია, რომელსაც 16 მანდატი აქვს.

ოპოზიცია 17 წევრით იყო წარმოდგენილი. მათგან 13 “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, 4 კი “საქართველოსთვის”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი