ოპოზიციას ერთადერთი რამ აინტერესებს, როგორმე არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი რამ აინტერესებს, როგორმე არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი, რათა ეს გამოიყენონ რევოლუციური სცენარისთვის.

“აქაც ჩაუვარდებათ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. მოისმინეთ სუს-ის განცხადება პროვოკაციებთან დაკავშირებით, ყველანაირ პროვოკაციებზე წავლენ. ერთ-ერთი ქვეყანა იყო, სადაც არაფერი ხდებოდა, ოპოზიცია სუსტი იყო. გააპიარეს ერთ-ერთი ახალგაზრდა სტუდენტი, რომელიც სათავეში ჩაუყენეს, მერე ამ რევოლუციურ პროცესებს და პირველი მოკლეს ეს ახალგაზრდა კაცი. ამის მერე წავიდა აფეთქება და პროცესები, მოაწყვეს რევოლუცია. ყველაფერზე წამსვლელები არიან, კაცს მოკლავენ, ააფეთქებენ, ყველაფერს იზამენ, რადგან მათთვის უკრაინიზაცია თვითმიზანია, ჩვენ აგენტების გზას და მათ დავალებებს ვერ გავყვებით“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი