სინოპტიკოსების პროგნოზით, ორ დღეში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს

28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. 28 ივნისს კი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 40 გრადუსს მიაღწევს.

თვის ბოლომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი