აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მოსახლეობაში ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, შეხვედრები გაიმართა ანაკლიასა და განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ადგილობრივებს, უსაფრთხოების იმ ნორმებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების პერიოდში უნდა იყოს დაცული.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა, „მოიზიდე და გაანდგურე“ სადგურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ადგილობრივებს მავნებლის წინააღმდეგ გასატარებელ მექანიკური მეთოდები გააცნეს.
შეხვედრებზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებების პერიოდში, მნიშვნელოვანია ყველა პრევენციული ზომის მიღება.
როგორც მოსახლოებამ შეხვედრებზე აღნიშნა, მექანიკური მეთოდების გატარების პარალელურად, ინეტენსიურად წამლავენ საკუთარ საკარმიდამო ტერიტორიებს რაც მავნებლის რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – parosana.ge და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე. ასევე მოქმედებს სამინისტროს ცხელი ხაზი: 15-01