საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩებს მიმართავს.
„ორი დღის წინ ჩეხეთის, გერმანიის, ნორვეგიის ელჩები და ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლები ესტუმრნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს „ენჯეოთა“ გაერთიანებას, „ადამიანის უფლებათა სახლს“, რომელიც, პროკურატურის გამოძიების თანახმად, ეხმარებოდა პარლამენტთან ძალადობაში ჩართულ აქციის მონაწილეებს დაკისრებული კანონიერი ჯარიმებისთვის თავის არიდებაში, რაც, ამავე დროს, შემდგომი ძალადობისთვის კარტბლანშის მიცემა და მისი წახალისებაა. გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით. ამ საელჩოების მხრიდან მოველი პარლამენტის შენობაზე თავდასხმის დაგმობას. მით უმეტეს, ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
გუშინ აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა გამოიყენეს.