პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დაიწვა. ხანძარი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავზე აღმართული სვეტი და საათი.
ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.
ტაძრის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი XII-XIV საუკუნეებში აშენდა. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.
ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი.