პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა დაიწყო

რუსთაველის გამზირისკენ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მსვლელობა დაიწყო, სადაც მასშტაბურ აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეებს რეგიონებიდანაც უერთდებიან.

სამოქალაქო პროსტესტის მთავარი მოთხოვნებია: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, შეიცვალოს დღეს მოქმედი ცესკო-ს შემადგენლობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა, ჩააგდო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი