პარლამენტის თავმჯდომარედ დეპუტატებმა არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

94-მა დეპუტატმა ერთხმად აირჩია დღეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძე.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრ დეოუტატებს.

ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პლენარულ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

შეგახსენებთ, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი კობახიძემ რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის ღამეს სგაბვუთარებული მოვლენების შემდეგ თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი