პარლამენტის უკანა შესასვლელთან რკინის ღობე აღმართეს. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან უსაფრთხოების გაძლიერება სავარაუდოდ, ოპოზიციის დაგეგმილ აქციას უკავშირდება.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა” დღეს მორიგი აქციისთვის ემზადება. პარტია მხარდამჭერებს 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ელოდება. აქცია მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გაიმართება.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს.