პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა

მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.

გიორგი გახარიასა და მის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს 85 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრია. ყველა სხვა თანამდებობაზე გახარიამ პარლამენტს წინა კაბინეტის მინისტრები შესთავაზა.

მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაამტკიცეს:

პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი