პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებს მხარი დაუჭირა, გილოცავთ! შემდგომი ნაბიჯი – არანაირი პოლიტიზირებული მართლმსაჯულება! – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ულოცავს და აცხადებს, რომ ქვეყანას შესაძლებლობა აქვს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ლიდერი გახდეს.

„საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებს მხარი დაუჭირა. ცვლილებები პოლიტიკურ სისტემას უფრო მეტად პროპორციულს ხდის. გილოცავთ! შემდგომი ნაბიჯი – არანაირი პოლიტიზირებული მართლმსაჯულება! საქართველოს შესაძლებლობა აქვს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მოწინავე ქვეყანა გახდეს”, – ნათქვამია სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი