პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და ცესკო-ს ორი ე.წ. პროფესიული წევრი აირჩია. მმართველმა გუნდმა ცესკო-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოქმედ თავმჯდომარეს – გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე მოქმედ წევრებს – მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს დაუჭირა მხარი.
მათი არჩევა უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერით მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამდებობას ხუთი წლის ნაცვლად, კვლავ ექვსი თვის ვადით დაიკავებენ.
გიორგი კალანდარიშვილი 84 – მომხრე; 2 – წინააღმდეგი;
მაია ზარიძე 80 – მომხრე; 2 – წინააღმდეგი;
გია ცაცაშვილი 78 – მომხრე; 2 – წინააღმდეგი.